Monday, December 8, 2014

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღე ძალიან საინტერესო იყო. ვისწავლეთ ელექტრონული ფოსტის ყველა რესურსის გამოყენება და გავიმეორეთ განვლილი მასალა. ასევე შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.საერთო ჯამში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი იყო ამ ცხრა დღის განმავლობაში ბევრი საინტერესო და რაც მთავარია საჭირო აქტივობა  ვისწავლეთ.ამ ტრენინგზე შესწავლილ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგისთვის.

მერვე დღე

  დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.ყველა საკითხი რაც ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ ძალიან გამოგვადგება მომავალში. დღეს კიდევ ერთი საჭირო აქტივობა შევისწავლეთ, კერძოდ: როგორ გადავიყვანოთ word-ის დოკუმენტი    pdf  ფორმატში.ასევე სარჩევის გაკეთება და ხატვის პროგრამა.

მეშვიდე დღე

 დღევანდელი ტრენინგი( როგორც სხვა ყველა) დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით და განვიხილეთ შესრულებული დავალებები. შემდეგ გადავედით ახალი საკითხების შესწავლაზე. ვისწავლეთ ვიდეოებიდან კადრების ამოჭრა, რაც ძალიან საინტერესო პროცესია. შემდეგ კი  განვიხილეთ საავტორო  უფლებები.

მეექვსე დღე

 როგორც ყველა დღე დღევანდელიც ძალიან საინტერსო იყო. ვისწავლეთ დრაივში როგორც ინფორმაციის დახარისხება ასევე გასაჯაროება. ასევე ვისწავლეთ ბლოგზე საათის დაყენება და მელოდიის დადება poverpoint-ის დოკუმენტზე.

Sunday, December 7, 2014

მეხუთე დღე

 დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ  youtobi-დან ვიდეოების გადმოწერა.ასევე პრეზენტაციის აწყობა და დიაგრამებისა და სქემების შექმნა powerpoint -ში.

მეოთხე დღე

 დღევანდელი დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შემდეგ კი მთელი მეცადინეობა დავუთმეთ ბლოგზე მუშაობას. ძალიან საინტერესო დღე იყო.

მესამე დღე

  დღეს ვისწავლეთ დრაივის გამოყენება და ასევე სურათების გადაღება ჩვენი ნამუშევრებისთვის.